2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წარმომადგენლები. მათ მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. „გირჩის“ წევრებმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს რომ ყველა ქართველს უნდა ახსოვდეს გმირები, რომლებმაც საქართველოს მთლიანობას თავი შესწირეს.
|