ლევან იზორია არის რიგითი ჯარისკაცი, რომელიც თქვენთან ერთად ემსახურება თავის ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გორში დისლოცირებულ მეხუთე ქვეით ბრიგადაში პირად შემადგენლობასთან სიტყვით მიმართვისას განაცხადა.როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, ის ჯარისკაცებთან ერთად ყველანაირად ეცდება, რომ შეასრულოს საპატიო მისია, დაიცვას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ასევე მოახდინოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან ერთად, მეხუთე ქვეითი ბრიგადის მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკო.
|