8 წლის წინ, შიდა ქართლში, ქართული სოფლების მიმართულებით, ცხინვალის მხრიდან ჭურვები რამდენიმე დღის განმავლობაში ცვიოდა. ისმოდა სროლაც. მოსახლეობა საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებს თანდათან ტოვებდა. საქართველოს ტერიტორიაზე როკის გვირაბიდან და ფსოუს საზღვრიდან, 15 ათასამდე რუსი სამხედრო შემოვიდა. გარდა ამისა, რუსული ინტერვენციის შედეგად, საკუთარი საცხოვრებელი საქართველოს თითქმის 150 ათასმა მოქალაქემ დატოვა. მათგან 30 ათასამდე ადამიანი დღემდე დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრით დაწყებული ომი, საქართველოს 2 რეგიონის ოკუპაციით და რამდენიმე კვირაში კრემლის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებით დასრულდა. 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულები დღეს გორში გაიხსენეს. თემაზე დეტალები ნახეთ ზეკო გიორგაშვილის სიუჟეტში.
|