პრეზიდენტთან ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების სიანიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების შეხვედრა აღარ შედგება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განუცხადა. მისი თქმით, დღეს რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა აირჩია კონფრონტაციის და შანატაჟის ენა და უარი განაცხადა ამ კონსულტაციაზე, რაც ნათლად ავლენს ამ ჯგუფის ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს.
|