საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ხელსაყრელ საინვესტიციო კლიმატსა და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შანხაიში პირველად გამართულ ბიზნეს-ფორუმზე, რომელსაც ჩინეთის მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ვიცე-პრემიერმა ბიზნესფორუმის მონაწილეებს საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო. მისი განცხადებით, ბოლო წლებში რეგიონის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირების ტენდენციის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკის ზრდის საუკეთესო შედეგი აქვს. მისი ინფორმაციით, ასევე სახეზეა პირდაპირი უცხოური ზრდის ტემპი. დიმიტრი ქუმსიშვილმა პოზიტიურად შეაფასა საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობა ორმხრივი ვაჭრობის გაღრმავებისა და ინვესტიციების გახორციელების მიმართულებით.
|