გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში ხის გადამამუშავებელ საამქროზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ძველი სადენებიდან სახურავს გაუჩნდა და შემდეგ მთელ შენობაზე გავრცელდა. განადგურდა შენობაში არსებული ინვენტარი. ხანძრის ჩაქრობას დაახლოებით, 3 საათის განმავლობაში ცდილობდნენ. შემთხვევის ადგილზე მომუშავე მეხანძრეებს თბილისის, კასპის და ქარელის სახანძრო სამაშველო სამსახურების გამოძახება მოუწიათ. დამწვარი ხის გადამამუშავებელი საამქრო შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა დაათვალიერა.
|