მორიგი საკოორდინაციო შეხვედრა გორში. სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ბოლო ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა და პროექტების მიმდინარეობა შეაჯამეს. ამავე შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო გეგმებიც. საკოორდინაციო საბჭო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეიქმნა და მიზნად ისახავს საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას.
|