„ღია კარის დღის“ ფარგლებში გორის მერი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სტალინის გამზირზე და მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე რამდენიმე მრავალბინიან კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. მერიის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, კორპუსებში და მიმდებარე ტერიტორიაზე, უახლოეს პერიოდში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყება. 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამისთვის 340 ათასი ლარია გამოყოფილი. ამ პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, მერიაში 24 განცხადებაა შესული. ამ ეტაპზე 17 ერთეულზე გამოცხადებულია ტენდერი. მათგან 7 -ზე უკვე დაწყებულია შერჩევა-შეფასების ეტაპი.
|