2008 წლის 11 აგვისტოს შინდისში 17 სამხედრო მომსამსახურე გმირულად დაიღუპა. რუსული აგრესიის დროს დაღულულების ხსოვნას პატივს დილიდან მიაგებენ. შინდისში უკვე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილმა გმირთა მემორიალი თავდაცვის მინისტრთან ერთად გვირგვინით შეამკო. პრეზიდენტმა შინდისის გმირების თავდადებაზე ისაუბრა და მათ სამაგალითო ჯარისკაცები უწოდა. გიორგი მარგველაშვილი გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახის წევრებსაც გაესაუბრა. შინდისში პრეზიდენტთან და თავდაცვის მინისტრტართნ ერთად მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ. შინდისის გმირების მემორიალთან დღეს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.
|