შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გორში დაცვის პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობა გახსნა. ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილი და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გურამ ტომარაძე ესწრებოდნენ. ორსართულიან, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილ შენობაში დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული რეაგირების ჯგუფები განთავსდნენ. ადმინისტრაციულ შენობაში 25 თანამშრომელი იმუშავებს.
|