ირაკლი ოქრუაშვილი დღეს გორში ბრიფინგს გამართავს, არსებული ინფორმაციით "ქართული პარტიის" ლიდერი გორის მუნიციპალიტეტში, მაჟორიტარობის კანდიდატებს დაასახელებს. პარტიის ერთ-ერთ კანდიდატად თავად ოქრუაშვილი მოიაზრება, გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი სავარაუდოდ კენჭს გორში იყრის. ის განცხადებას დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 15 საათზე გააკეთებს.
|