მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები, პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღები პირებისთვის დანამატის დანიშვნის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება, - ცვლილებები მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ცვლილება მნიშვნელოვანი იქნება, ამ მიმართულებით ყოველგვარი ბიუროკრატიული ბარიერის მოსახსნელად, რათა პენსიონერებმა და სოციალური პაკეტით მოსარგებლეებმა დამატებითი შეღავათები მარტივად მიიღონ.
|