საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის არსებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. ბოსნია ჰერცეგოვინადან კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურულ ჰუმანიტარული სფეროების გააქტიურების საკითხზე, ასევე დარგობრივ უწყებებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე და ამ კუთხით ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს როლზე ისაუბრეს.
|