საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მასწავლებლებთან შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით აგრძელებს. მინისტრი, ამჯერად, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების პედაგოგებს ესაუბრა. ზოგადი განათლების მნიშვნელოვანი საკითხები, სამომავლო გეგმები და ინიციატივები, - ეს იყო განხილვის მთავარი თემები. შეხვედრის ბოლოს ალექსანდრე ჯეჯელავამ მასწავლებლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
|