ღია კარის ფორმატში გორის მერმა მორიგი შეხვედრა გამართა. ზურაბ ჯირკველიშვილი სადგურის დასახლებაში კეცხოველის და გორიჯვრის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. ადგილობრივებმა ქალაქის მერს სანიაღვრე სისტემისა და ქუჩების კეთილომოწყობა სთხოვეს. ქალაქის პირველმა პირმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო და მათ პრობლემების მოგვარებას დაპირდა.
|