გორის რაიონის სოფელ ახალსოფლის მკვიდრმა პოლიციას სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა. 1957 წელს დაბადებულმა მოქალაქემ სამართალდამცავებს „ეფ-1“- ტიპის 2 ხელყუმბარა, მსხვრევადი ხელყუმბარისთვის განკუთვნილი ერთი ამფეთქი ფალია და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 40 საბრძოლო ვაზნა გადასცა. ექსპერტიზის დასკვნით, საბრძოლო მასალა ვარგისია. მოქალაქე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდება.
|