5 აგვისტოდან დღემდე, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ საქართველოს მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად 30 დარღვევა დაფიქსირდა. ფსიქოტროპულ აფთიაქებში ჩატარებული მონიტორინგის პირველი შედეგები დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსმა დავით მაჭარაშვილმა წარადგინა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტებზე 24-საათიანი მონიტორინგი გრძელდება. რეგულირების სააგენტოს სპეციალისტები კონტროლის ღონისძიებებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ახორციელებენ.
|