განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, შსს-ს თანამშრომლებმა 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში, დიღმის მასივში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 11,78 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს
|