საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას ფერისცვალების დღესასწაული მცხეთის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტრიდან მიულოცა. ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და უფლის ფერისცვალების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ილია მეორეს თქმით, დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ სასწაულს, რომელიც უფალმა სამი მოციქულის წინაშე ქმნა.
|