სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული აქტი აღკვეთა. დაკავებულია 7 პირი ტერორისტული აქტის მომზადების და ხელშეწყობის ბრალდებით. მათ შორის ერთ-ერთი პატრულის მოქმედი თანამშრომელია. წინასწარი ინფორმაციით, მათ არ აქვთ კავშირი ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან. ისინი საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი მილსადენის აფეთქებას გეგმავდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს დილით ბრიფინგი ჩატარდა.
|