გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლნენ. შემთხვევა სამხედრო ბაზასთან ახლოს მოხდა. მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების შეჯახების შედეგად, ხანძარი გაჩნდა. მსუბუქ მანქანაში მყოფი ახლაგაზრდა ქალისა და ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო, სასწრაფო და საპატრული ეკიპაჟები. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს. ავარიის გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა შეფერხებული იყო.
|