შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ჭიათურის სახანძრო-სამაშველო განყოფილების განახლებული შენობა გახსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ორსართულიანი შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. გიორგი მღებრიშვილმა, სტუმრებთან ერთად, რეაბილიტირებული შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, მეხანძრე-მაშველების სრული აღჭურვილობა და განახლებული ავტოფარეხი დაათვალიერა. ჭიათურის განახლებულ სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში 57 თანამშრომელი იმუშავებს.
|