დევნილთა საინფორმაციო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ირაკლი უჯმაჯურიძე და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტ "ზრდა"-ს პროექტის მენეჯერის მოადგილე ქეთი ჭუმბურიძე, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, გორში მოხალისეებს შეხვდნენ. შიდა ქართლში კამპანიის შედეგად 3 000 ზე მეტი დევნილი ოჯახი პირადად იქნება ინფორმიურებული სახელმწიფო საარსებო პროგრამების შესახებ. შეხვედრაზე მოხალისეებს სპეციალური მაისურები, კეპები და ბეჭდური მასალები გადაეცათ, რომლებსაც ისინი დევნილ ოჯახებს დაურიგებენ. კამპანია მიმდინარეობს იძულებით გადაადგილებულ პირთა შიდა დევნილთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის 2016-2017 წლების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში.
|