ხაშურს სულ მალე ახალი ევროსტანდარტების შესაბამისი დასვენების პარკი შეემატება. ყაზბეგის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. პარკში, ამ დროისათვის, დაირგო 3 000-მდე ბეგონიას, 200 ტამეტესის და 200 სალვიას ნერგი. მოეწყო განათება და დაიდგა სკამები. სკვერის მოწყობის სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 139 990 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები ოქტომბრის თვეში დასრულდება .
|