სოფელ ზემო სობისში მოსახლეობას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი შეხვდა. მინისტრი ადგილზე გაეცნო ვითარებას და განაცხადა, რომ სახელმწიფო გამოსავალს მოძებნის და ადგილობრივებს მოსავლის უსაფრთხო აღებაში დაეხმარება. გეტყვით , რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში ე.წ საზღვრის გადმოწევის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც ადგილორბივების 12 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსი ე.წ მესაზღვრეების კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა. მიწის ფართობებზე სამ ფერმერს ქერი აქვს დათესილი, მოსავალს კი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები უკვე მეორე დღეა იღებენ.
|