იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 63 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ნანგრევებში ჯერ კიდევ რჩება ხალხი, ამიტომ მსხვერპლის გაზრდის საფრთხე დიდია. მიწისძვრა იტალიის ცენტრალურ რეგიონში, ქალაქ პერუჯასთან ღამის 3:30 საათისთვის მოხდა.6.2 მაგნიტუდის სიძლიერის ბიძგებმა რამდენიმე ქალაქს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ქვეყნის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრამ ძლიერი ნგრევა გამოიწვია. ქალაქების ნაწილი ელექრტოენერგიის გარეშეა დარჩენილი. სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქ ამატრიჩე დაზარალდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამატრისის თითქმის ნახევარი დანგრეულია. ადგილზე სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. თვითმხილველთა თქმით, ბიძგები რომშიც იგრძნობოდა.
|