ღია კარის ფორმატში გორის პირველმა პირმა დღეს მოსახლეობასტან რიგით მეოცე შეხვედრა გამართა. ზურაბ ჯირკველიშვილმა მირზა გელოვანისა და თელავის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. სამუშაოებით, რომელიც ზემოთ აღნიშნულ ქუჩებზე ხორციელდება, მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილოა.
|