რუსული ტექნიკა ქართულ მიწაზე და ე.წ საზღვრის გადმოწევის მორიგი მცდელობა - ამჯერად რუსი სამხედროები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში გამოჩნდნენ. რუსული კომბაინებით საქართველოს მოქალაქეების მოსავლის აღება მათ გუშინ დაიწყეს და დღეს დილიტაც განაახლეს. მოსავლის აღების პროცესი ამ ეტაპზე შეჩერებულია. ადგილზე საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები, სამართალდამცველები და ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
|