გორის ზოოპარკში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო ცხოველთა უფლებების დამცველები მის გაუქმებას მოითხოვენ. კულტურისა და დასვენების პარკში 60 წლამდე მამაკაცი დათვმა დაასახიჩრა. თვითმხილველების თქმით, რომ არა ზოოპარკის ზედამხედველების დროული რეაგირება, შემთხვევა კიდევ უფრო ფატალური შედეგით დასრულდებოდა. ზოოპარკის ადმინისტრაციაში მოქალაქეებს უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებენ.
|