სანდრა რულოვსი და ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატი როინ მახარობლიძე ხაშურის რაიონის სოფელ ალის მოსახლეობას შეხვდნენ. კანდიდატებმა მოსახლეობას ენმ-ის პროგრამა გააცნეს და იმ სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს, რომელსაც მათი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განახორციელებენ.ხაშურის შემდეგ, სანდრა რულოვსი კასპის მუნიციპალიტეტსაც ეწვია, ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, ნუგზარ ნონიაშვილთან ერთად, სოფელ ფერმაში ჩავიდა და მოსახლეობას შეხვდა. რულოვსმა ადგილობრივებს 8 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლისა და ნუგზარ ნონიაშვილის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.
|