„პაატა ბურჭულაძე - -სახელმწიფო ხალხისთვის“ გორის ოფისი დღეს პარტიის წევრებს შეღებილი დახვდათ. ოფისის ფასადზე ქართული ოცნების საარჩევნო ნომერი იყო გამოსახული. მომხდარს პარტიის ადგილობრივი ლიდერები პოლიტიკურ ანგარიშწორებად აფასებენ. ამ თემაზე დღეს განცხადებები "ქართულ ოცნებასა" და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც" გაკეთდა.
|