აირჩიეს თუ არა კასპის საუბნო კომისიების წევრებად მმართველ გუნდთან დაახლოებული პირები? „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კასპის ორგანიზაციაში დღეს საგანგებო განცხადება გაკეთდა. პარტიის ადგილობრივმა ლიდერმა ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაში დაადანაშაულა. ბრალდებას ბრალდებითვე უპასუხეს „ქართულ ოცნებაშიც“, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულეს.
|