სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითური გზით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ საქართველოს მოქალაქეს პირობითი სასჯელისგან ვადაზე ადრე გათავისუფლებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც, წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა 5 ათასი დოლარი, რა დროსაც იგი დააკავეს. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
|