პაატა ბურჭულაძე დღეს საოკუპაციო ხაზთან სოფელ სობისის მოსახლეობას შეხვდა. ბურჭულაძე იმ ადგილას იმყოფებოდა, სადაც ოკუპანტების მიერ ქართული მიწის და მასზე არსებული მოსავლის მითვისება ხდება. "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააქტიუროს დიპლომატიური ძალისხმევა საერთაშორისო ასპარეზზე დეოკუპაციასთან დაკავშირებით, გააძლიეროს არაღიარების პოლიტიკა და შექმნას მექანიზმი საქართველოს მოქალაქეების დასაცავად საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში. თემის დეტალები ნახეთ ზეკო გიორგაშვილის სიუჟეტში.
|