გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს გააქტიურდნენ და გაააქტიურონ საარჩევნო კამპანია, რათა მოქალაქეებს საკუთარი საარჩევნო პროგრამები გააცნონ. განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტმა ამბროლაურში გააკეთა, სადაც სახელმწიფოს მეთაური საზაფხულო სკოლაში კამპანიის „შენი ხმა ჩვენი მომავლია“ მიმდინარეობას გაეცნო. პროექტი პრეზიდენტის ინიციატივით ხორციელდება და არჩევნებში მონაწილეობის მიმართ საქართველოს მოსახლეობის ინტერესის გაზრდას ისახავს მიზნად.
|