ევროპის სახალხო პარტიის ვიცეპრეზიდენტი , "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ დავით ბაქრაძესთან და გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ბადრის ბასიშვილთან ერთად, კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში ჩავიდა და ცხინვალის რეგიონიდან დევნილებს შეხვდნენ. მათ მოსახლეობასთან აგვისტოს ომისა და ოკუპაციის შემდეგ შექმნილ პრობლემებზე ისაუბრეს. დევიდ მაკალისტერმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ ევროპამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რუსეთმა საქართველოს სუვერენიტეტს პატივი სცეს და დაკისრებული ვალდებულებები შეასრულოს. ევროპარლამენტარი საქართველოში "ნაციონალური მოძრაობის" მოწვევით იმყოფება და შეხვედრებს მართავს.
|