საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პირველი ოფიციალური ვიზიტი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გამართა. თავდაცვის მინისტრთან ერთად ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ქართული კონტინგენტის მოსანახულებლად გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე იმყოფებოდა. დელეგაციას ავღანეთში საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ უმასპინძლა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში გაეროს მხარდაჭერის მის უფროს სამხედრო მრჩეველს, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას შეხვდა. ლევან იზორია ქალაქ მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ სამხედრო ბაზა "მარმალზეც" გაემგზავრა და ჩრდილოეთ მიმართულების სარდალს გესაუბრა. ვიზიტის დასრულების შემდეგ დელეგაცია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაემგზავრა და მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მიიღო საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულ V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის საქმიანობის შესახებ.
|