თუ რომელიმე კომპანია საქართველოს კანონმდებლობას არღვევს, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ტაქსების რუსულ კომპანია "იანდექსის" საქართველოში ოპერირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კომენტირებისას განაცხადა, რომელიც შესაძლოა „ოკუპაციის შესახებ“ კანონს არღვევდეს. როგორც ჯანელიძემ განმარტა, საქართველოში ბიზნეს-გარემო და ბიზნესი თავისუფალია ყველა კომპანიისთვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის დაცვით მოქმედებდა - მათ შორის რუსული ბიზნესისთვის.
|