ევროპის სახალხო პარტიის ვიცეპრეზიდენტს - დევიდ მაკალისტერს, შესაძლოა, საქართველოში 2000 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწიოს. მაკალისტერის მიმართ მესამე სექტორის წარმომადგენლებს კითხვები მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც იგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოწვევით საქართველოში ჩამოვიდა და პარტიის ლიდერებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. ახალგაზრდა იურისტტა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ევროპის სახალხო პარტიის ვიცეპრეზიდენტი იმ შემთხვევაში დაჯარიმდება, თუ დადასტურდა, რომ ის ოპოზიციური პარტიის წინასაარჩევნო აგიტაციას ეწევა. შეგახსენებთ, დევიდ მაკალისტერმა „ერთიანი ნაციონალური მოზრაობის“ ლიდერებთან ერთად, შეხვედრები გორის მუნიციპალიტეტშიც გამართა. ის დავით ბაქრაძესთან და გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, ბადრი ბასიშვილთან ერთად, დევნილებს შეხვდა.
|