მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში, ქორწილში მოწამლულთა რაოდენობა 200-მდე გაიზარდა. საავადმყოფოში ინტოქსიკაციის ნიშნებით კიდევ 50-მდე პირი გადაიყვანეს. მოწამლულებიდან 28 მცირეწლოვანი ბავშვია, მათგან 21 ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება. მოწამლულები მარნეულის ორ, ასევე რუსთავის, ბოლნისისა და თბილისის კლინიკებში არიან გადანაწილებულნი. ამ დროისთვის, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. წინასწარი ინფორმაციით, სადახლოში ქორწილში მყოფი მოქალაქეები ხორცით ან გამაგრილებელი სასმელით მოიწამლნენ. აღნიშნული ფაქტის შესწავლა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უკვე დაიწყო. სააგენტოს წარმოამდგენლებმა სხვადასხვა დასახელების სურსათის 13 ნიმუში აიღეს და საბანკეტო დარბაზის მაცივრები უკვე დალუქეს.
|