30 აგვისტო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა-აღნიშნულთან დაკავშირებით გორის კულტურისა და დასვენების პარკში ღონისძიება სახელწოდებით-"ნუ დაივიწყებ უგზო უკვლოდ-დაკარგულებს"-გაიმართა. ღონიძიება ფონდი "მოლოდინის" უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების კომიტეტების და "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" მხარდაჭერით გაიმართა. უგზო- უკვლოდ დაკარგულთა ოჯახები ღონისძიებაზე ერთმანეთს შეხვდნენ და გაუჩინარებული ახლობლები გაიხენეს. საქართველოში 1990 იან წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2 000 ზე მეტი პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
|