გორის მერი ღია კარის ფორმატში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად, ზურაბ ჯირკველიშვილი ჭალის დასახლებაში ჩოჩიშვილის 7 ნომერში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. ასევე, დაათვალიერა გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები, რომელიც მერიის თანადაფინანსების პროგრამით ხორციელდება.
|