დღეს რუსთავის საქალაქო სასამართლოდან ბრალდებული გაიქცა.
არსებული ინფორმაციით, პატიმარი ბრალდებულებისთვის განკუთვნილი მოსაცდელი ოთახიდან გაიქცა.
ფაქტი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში დაადასტურეს.
"ბრლდებულმა ო.გ.-მ, რომელიც დღეს სასამართლო პროცესზე დასწრების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში იყო გადაყვანილი, პროცესის დაწყებამდე სპეციალურ ოთახში შეუძლოდ ყოფნა მოიმიზეზა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება მოხდა. ბრალდებულმა სამედიცინო პერსონალის მოსვლის შემდეგ, მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის პერიოდში სასამართლოს შენობიდან გაქცევა მოახერხა. ამჟამად მიმდინარეობს ძებნა"-აცხადებენ უწყებაში.