საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა. გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებზე იმსჯელეს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა.
|