საქართველო-ბელარუსის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილისა და ბელარუსის სამთავრობო დელეგაციის შეხვედრაზე. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მესამე სხდომაზე განსახილველ საკითხებზეც. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე. აღინიშნა, რომ მინერალური წყლის, ღვინოსა და ალკოჰოლური სასმელების გარდა ბელარუსის ბაზარზე საქართველოში წარმოებულ სხვა პროდუქციასაც აქვს დიდი პოტენციალი.
|