ქ. გორის საკრებულოს თავმჯდომარის, ილია მეტრეველის თანამდებობიდან გადადგომას საკრებულოს 9 წევრი ითხოვს. მათ შესაბამისი ხელმოწერებით თანდართული განცხადება, საკრებულოს კანცელარიაში უკვე შეიტანეს. ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელის ილია მეტრეველის გადაყენების მოთხოვნით, რიგგარეშე სხდომის დანიშვას საკრებულოს წევრები 5 სექტემბერს ითხოვენ. გორის საკრებულო სულ 15 წევრისგან არის დაკომპლექტებული, შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ მოთხოვნის სისრულეში მოყვანა საკრებულოს წევრებს არ გაუჭირდებათ.
|