გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდება. სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია უკვე დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. პროექტი ითვალისწინებს 14- კმ სიგრძის ახალი მაგისტრალური და შიდა ქსელის მოწყობას, რეაბილიტირებული იქნება სამარაგო რეზერვუარები, წყლის მიწოდება მოხდება თვით დინებით, რაც გააუმჯობესებს სასმელი წყლის პრობლემას სოფლის მოსახლეობისთვის. სასმელი წყლის სისტემის მოწყობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ღირებულებაა 1 714 000 ლარია.
|