მომდევნო კვირაში, სავარაუდოდ, გორის საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობას დაატოვებინებენ. ილია მეტრეველისთვის უნდობლობის გამოცხადებას, საკრებულოს 9 წევრი აწერს ხელს. მეტრეველს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ და ირწმუნებიან, რომ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. საკრებულოს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე, ბრალდებების მიუხედავად, მედიასთან არც დღეს გამოჩენილა. ილია მეტრეველი განცხადიბის გაკეთებას ხვალა ანონსებს.
|