ხიდისთავში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს 1.09.2016
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდება. სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია უკვე დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობას გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.