საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იუნკერებს აკადემიის დასრულება მიულოცა და ფიცის დადების საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს პრეზიდენტმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
|